logo
ENG



"ეს უნდა შეწყდეს! ყველა დამნაშავე დაისჯება" - ბორელი ზაპოროჟიეს დაბომბვაზე

22 მარ 202418:28
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/22/h00vlz0zqtadq4j.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვას ეხმაურება.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთის ფედერაცია აგრძელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ. ისინი [რუსები] თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით, ათობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს საფრთხე ემუქრება. ეს უნდა შეწყდეს! ყველა დამნაშავე დაისჯება", - წერს ბორელი.

დღეს რუსეთმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.


close დახურვა